.

 

რა არის influencer.ge

influencer Tbilisi - გავლენა ყველაზე მეტად ფასობს დღეს. ბრენდებს სჭირდებათ გავლენიანი ადამიანების რეკომენდაციები, ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება. სწორედ ინფლუენსერ თბილისი აკავშირებს ბრენდებს და გავლენიან ადამიანებს, ინფლუენსერ თბილისი ქმნის და ანვითარებს კომუნიკაციის პლატფორმას ახალ მედიაში, რაც ეხმარება ბრენდებს სასურველი აუდიტორის პოვნაში, სწორად გაგებასა და ყიდვის სურვილის გაჩენაში.

ინფლუენსერ თბილისი ბაზარზე სამი ძირითად მომსახურებით არის წარმოდგენილი: ინფლუენს სტრატეგია, ინფლუენს ღონისძიება და ინფლუენს კონსულტაცია.

ვინ არიან ინფლუენსერები

ინფლუენსერები არიან ინდივიდუალური პირები,  რომლებსაც აქვთ ცოდნა, გამოცდილება, ავტორიტეტი და მათ მიერ  დაგეგმილი ქმედებების მეშვეობით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანებზე და ჯგუფებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან თავიანთ სფეროში, ქმნიან სპეციალურ ინფორმაციას, ყავთ მიმდევრები და გამომწერები სოციალურ ქსელებში, იყენებენ აქტიურად ახალი მედიის არხებს და საშუალებებს ბრენდების, პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და გაყიდვების სტიმულირებისთვის.

ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

Influencer Strategy

მოიცავს ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ბრენდის შემოქმედებითი იდეით დატვირთვას;
  • გავლენიანი ადამიანების იდენტიფიცირებას და ბრენდთან კავშირის შექმნას;
  • ისტორიების, იდეისა და კონცეფციის შექმნას და სოციალური და ტრადიციული მედია არხების განსაზღვრას;
  • ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მექანიზმების შემუშავებას;
  • ბრენდის ვიზუალურ კომუნიკაციის კონცეფციის შექმნას;
  • ფოტო–ვიდეო ისტორიების იდეების შემუშავებას;
  • სამოქმედო გეგმის შედგენას;
  • მონიტორინგით უზრუნველყოფას.
*სტრატეგიის შემუშავების ფასი იწყება 4500 ლარიდან

Influencer Event

მოიცავს ბრენდის ღონისძიების დაგეგმვისა და მართვის კონცეფციის შემუშავებას და განხორციელებას შემდეგი მიმართულებით:
  • ღონისძიების იდეის შემუშავებას ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე;
  • გავლენიანი ადამიანების იდენტიფიცირებასა და ღონისძიებასთან კავშირის შექმნას;
  • ღონისძიების გაშუქებას ახალი და ტრადიციული მედიის მეშვეობით.
  • მონიტორინგით უზრუნველყოფას;
*ღონისძიების სტრატეგიის შემუშავების ფასი იწყება 2800 ლარიდან

Influencer Consulting

მოიცავს ბრენდის კონსულტირებას ცნობადობის შექმნისა და გაყიდვების გაზრდის საკითხებში შემდეგი მიმართულებით:
  • კონსულტირება, ბრენდის იმიჯის კომუნიკაციისა და რეპუტაციული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • კონსულტირებას, ბრენდის კავშირების მოძებნაში გავლენიან ადამიანებთან;
  • კონსულტირებას, ბრენდის და პროდუქტის სწორად კომუნიცირებაში, და შესაბამისი საკომუნიკაციო არხებისა და საშუალებების განსაზღვრაში;
  • კონსულტირებას, სოციალური ქსელების, მართვისა და CEO მენეჯმენტის საკითხებში
  • კონსულტირებას, პიროვნული იმიჯის ფორმირებასა და მართვაში.
*კონსულტაციის მინიმალური დრო არის 2 საათი, ფასი იწყება 500 ლარიდან
 
  • Bosch - Elite Electronics

    ბრენდი: გერმანული კომპანია "ბოში" და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ელიტ ელექტრონიქსი" 

    გამოწვევა: ახალი პროდუქტის ბოშის Autocook Multicooker -ის შემოტანა ქართულ ბაზარზე.

    გადაწყეტა: საქმიანიანი და  ახალგზარდა ცნობადი დედებისთვის კულინარიული მასტერკლასის და პრეზენტაციის ორგანიზება შეფ- მზარეულ მანუელთან ერთად.

    შედეგები: 

    სოციალური ქსელი Face Book  და Instagram–ის მეშვეობით პროდუქტი ნახა 45. 670–მა ადამიანმა

  • Jewellery Boutique Ponte Vecchio

    ბრენდი: ექსკლუზიური ფლორენციული საიუველირო ბუტიკი " პონტე ვეკიო"

    გამოწვევა: საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, ბრენდისა და პროდუქციის ცნობადობის შექმნა

    გადაწყვეტა: ინტეგრირებული ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმა და განხორციელება

    შედეგები: ცნობადობის ზრდა 30 % და გაყიდვები ზრდა 50 %, ბრენდის FB გვერდის მოწონება გაიზარდა 50 % ხოლო გვერდის ნახვა და ჩართულობა 35 %.

  • Arttime - CK

    ბრენდი: Calvin Klein-შვეიცარიული წარმოების საათები და საიუველირო ნაკეთობების კომპანია "ართთაიმი"

    გამოწვევა: CK ახალი საათების პოტენციური მომხმარებლებისთვის გაცნობა.

    გადაწვეტა: Calvin Klein-ის საათების პოპულარიზება ინფლუენსერების დახმარებით.

    შედეგები: 

    სოციალური ქსელი Face Book–ის და Instagram-ის  მეშვეობით პროდუქტი გაიცნო 54. 564 ადამიანმა

  • Hairline international

    ბრენდი: თმის გადანერგვის და მოვლის კინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშენლ" 

    გამოწვევა: თმის მოვლის ინექციური პროცედურების პოპულარიზება მამაკაცებში

    გადაწყვეტა: ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმა და განხორციელება

    შედეგები: 

    სოციალური ქსელი Face Book–ის და Instagram–ის მეშვეობით პროცედურის შესახებ ცნობადობა შეიქმნა 38.340 ადამიანმა.

 

ჩვენი გუნდი

ნინა პერტენავა
დამფუძნებელი
12 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული მარკეტინგის, PR-ის და  კომუნიკაციის სფეროში
თეა აგლაძე
პარტნიორი
15 წლიანი გამოცდილება მედიასა და კომუნიკაციის სფეროში      
ირინა ონაშვილი
პროექტების მენეჯერი
მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება საკომუნიკაციო სფეროში  
ელდარ პირმისაშვილი
დამფუძნებელი
10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის და  სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში
.

ბლოგი

რა არის ინფლუენსინგი და ვინ არიან ინფლუენსერები –  ელდარ პირმისაშვილი

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ,,გავლენაა".  ბოლო დროს, ორგანიზაციები და ბრენდები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს

წაიკითხეთ სრულად
ელდარ პირმისაშვილი და ნინა პერტენავა influencer.ge-ზე საუბრობენ

დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსინგი და ინფლუენსერების ანუ გავლენიანი, ცნობადი  ადამიანების რეკომენდაციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

წაიკითხეთ სრულად
რისთვის სჭირდება ბრენდებს ინფლუენსერები და ინფლეუნსერ სააგენტო

ინფლუენსერ  კომუნიკაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში,  არის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი  წამყვანი პროფესიონალებისთვის. ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების 

წაიკითხეთ სრულად