რისთვის სჭირდება ბრენდებს ინფლუენსერები და ინფლეუნსერ სააგენტო

ინფლუენსერ  კომუნიკაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში,  არის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი  წამყვანი პროფესიონალებისთვის.

ინფლუენსერები (Influencer) არიან ადამიანები, რომლებსაც  შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების მიერ მიღებულ პროდუქტის ან მომსახურების ყიდვის გადაწყვეტილებაზე, საკუთარი ავტორიტეტის, ცოდნის ან ურთიერთობის გამოყენებით.

ინფლუენსერი არის სოციალურ ქსელში ჩართული აქტიური ადამიანი, ვისაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს  სხვების აღქმაზე ან მოტივაციაზე.  ინფლუენსერებს უნდა ჰქონდეთ სამი ძირითადი ფაქტორის კომბინაციის უნარი: ბრენდის სწორად მიწოდება, კონტექსტუალური სანდოობა  და გაყიდვის უნარ-ჩვევები. რაც უფრო მაღალია ეს ფაქტორები, მით უფრო მაღალია ამ პიროვნების ზეგავლენის პოტენციალი.

კარგი ინფლუენსერ კომუნიკაცია ფოკუსირებას  ინფლუენსერებთან გულწრფელი ურთიერთობების აგებაზე აკეთებს  და უზიარებს მათ სასარგებლო, უნიკალურ ექსკლუზიურ ან ახალ ინფორმაციას.

როგორც რეკლამირების მიმართ გლობალური ნდობის შესახებ კვლევამ აჩვენა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელი აგრძელებს მეგობრებისა და სხვა მომხმარებლების აზრის გაცნობას და მას  რეკლამირების ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევს.  მომხმარებელი უფრო ენდობა მესამე მხარის რეკომენდაციებს, ვიდრე თავად ბრენდს. ჩატარებული კვლევების მიხედვით, მომხმარებლის ნდობა პოტენციური მომხმარებლის პირადი ქსელის მიმართ აღწევს 90%-ს. კითხვაზე, თუ  რა სახის გავლენას ახდენს მომხმარებელთა ხარისხზე ინფლუენსერ მარკეტინგით მოზიდული მომხმარებელი, გლობალური მარკეტერების 71% ინფლუენსერ მარკეტინგით მოზიდულ მომხმარებელს საუკეთესო მომხმარებლად მიიჩნევს.

ინფლუენსერ კომუნიკაციისთვის ინსტაგრამი  საუკეთესო პლატფორმაა, გამოკითხვის მიხედვით, ინსტაგრამელების 75% პოსტით შთაგონების შედეგად მოქმედებს,  60% კი აცხადებს, რომ მათ ახალი პროდუქტი ინსტაგრამზე აღმოაჩინეს.

ინფლუენსერ კომუნიკაციის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა ინფლუენსერ კომუნიკაციის სააგენტოები, რომლის უპირატესობას შემდეგი ფაქტორები წარმოადგენს: ცოდნა და კომპეტენცია – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის და სოციალური მედიის კარგ ცოდნას, ასევე ანალიზის გაკეთებას, რა მიდგომა მუშაობს და რა არა. ანალიზი – მართებულად ჩატარებული ანალიზი, რომელი ინფლუენსერს რა სტრატეგია აქვს, რა ტიპის აუდიტორიას მოიცავს და რა პოტენციალს ფლობს. კამპანიის ან კონტენტის ფორმის მოძებნა – კვლევების მიხედვით ინტეგრირებული და კარგად ჩამოყალიბებული მიდგომა უფრო ეფექტიანია ბრენდისთვის, ვიდრე ერთჯერადი საკომუნიკაციო აქტივობები სოციალურ ქსელზე. სწორედ გამართული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ეხმარება ინფლუენსერ სააგენტოები ბრენდებს. და ბოლოს შეფასება – შედეგების დათვლა და მონიტორინგი ინფლუენსერ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რადგან შედეგებით იზომება ინფლუენსერ კამპანიის, ინფლუენსერის და სააგენტოს ჩამოყალიბებული სტრატეგია და მისი ეფექტურობა.